(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

საქართველოს ბიზნესასოციაცია გამწვანების პროექტების განხორციელების შესახებ კახა კალაძის მოწოდებას ეხმაურება

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამწვანების პროექტების განხორციელების შესახებ დედაქალაქის მერის კახა კალაძის მოწოდებას ეხმაურებიან და ადასტურებენ მზადყოფნას, ასოციაციის წევრ კომპანიებთან ერთად, გამწვანების კამპანიაში აქტიურად ჩაერთონ.

როგორც ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიზნესი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურად ჩართულია იმ პროექტების განხორციელებაში, რაც დედაქალაქის თუ მთლიანად ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება.

„ჩვენთვის, ბიზნესისთვის ეკოლოგია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომლის მიმართ ყურადღება და ძალისხმევა, ვფიქრობთ, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქის მოვალეობაა. მერის მოწოდება ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გამწვანებაზე, ეკოლოგიაზე ზრუნვით ჩვენ ერთობლივად და ორგანიზებულად, ეტაპობრივად შევძლებთ უზრუნველვყოთ დედაქალაქის განვითარება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად“, - აღნიშნავენ ბიზნეს ასოციაციაში.

ლინკი