(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ რადიკალური ცვლილებები იგეგმება -„გვსურს პარლამენტში ჩვენი წარმომადგენლობა გვყვავდეს“

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ ბევრი რამე შეიცვლება“- ასეთ განცხადებას „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ უკვე პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი „კომერსანტთან“ აკეთებს. მისი ინფორმაციით, ასოციაციაში გუნდი მთლიანად შეიცვალა, არჩეულია “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი“ — სოსო ფხაკაძე, ასევე ახალი აღმასრულებელი დირექტორი -ლევან ვეფხვაძე, მეორე ვიცე-პრეზიდენეტი -არჩილ კონცელიძე.

როგორც პაპაშვილი განმარტავს, ასოციაცია უფრო მობილური იქნება. მიმდინარეობს 5-წლიანი სტრატეგიის ჩამოყალიბება. გადაიხედება 6 თვის ბიუჯეტიც. პაპაშვილის ინფორმაციით, დაახლოებით ივლისის ბოლოსთვის ახალი გუნდი, ახალი ხედვით წარსდგება.

კითხვაზე, კონკრეტულად რა ნაწილში იგეგმება რადიკალური ცვლილებები, პაპაშვილი განმარტავს, რომ დეტალები ერთ თვეში იქნება, თუმცა, აღნიშნავს, რომ ასოციაცია 10 წლის განმავლობაში  მთავრობის ამა თუ იმ ფრთასთან ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდა. ახლა ეს სამუშაოები უფრო ინტენსიურად მოხდება.

„ვფიქრობთ,  წარმომადგენლები გვყვავდეს პარლამენტში, ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან კომუნიკაცია ძალიან აქტიური გვინდა გახდეს. ჩვენი სურვილია, რომ ბიზნესის საზიანოდ არცერთი გადაწყვეტილება არ იქნას მიღებული,“ — აცხადებს პაპაშვილი.

ლინკი