(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

„ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ საქართველოს მთავრობამ დაასუბსიდიროს „აირზენა“

„თუკი რომელიმე კომპანიას შეიძლება რაიმე ტიპის ნეგატიური გავლენა ჰქონდეს, ეს არის „ჯორჯიან ეარვეიზი“. ამიტომ მოსაფიქრებელია  სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერის ისეთი სქემები, რომელითაც  საბოლოო ჯამში ეს კომპანია მოახერხებს სხვადასხვა სქემებით ტურისტების საქართველოში გადმოყვანას. ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ „აირზენას“ დაელაპარაკონ, ისაუბრონ და კონკრეტული გეგმები დასახონ. ეს ფლაგმანი ავიაკომპანიაა და იმედი გვაქვს, რომ მისი მიმართულებით ყველაფერი კარგად იქნება,“-აცხადებს „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.

კითხვაზე, ხომ არ  განიხილავს ბიზნესასოციაცია მთავრობასთან ერთად ქართული ავიაკომპანიისთვის შეღავათების დაწესებას, ვგულისხმობთ იმას რასაც „ჯორჯიან ეარვეიზი“ წლებია ითხოვს, მთავრობის მხრიდან სუბსიდირების დაწესებას, ვეფხვაძე განმარტავს, რომ ეს უნდა განიხილოს მთავრობამ „აირზენასთან“ ერთად.

„მნიშვნელოვანია „აირზენამ“ თავად დააფიქსიროს რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდება. მე პირადად, ვერ ვხედავ პრობელემას იმაში, რომ თუ კი იქნება სხვადასხვა შემოვლითი რეისი, ის სახელმწიფომ დაასუბსიდიროს. ეს ყველაფერი საჭიროა იმისათვის, რომ ტურისტული ნაკადი თუნდაც რუსეთიდან კვლავ შემოვიდეს საქართველოში,“— აცხადებს ვეფხვაძე.

ლინკი