(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

საგადასახადო შეღავათების გაუქმებას პაპაშვილი ზოგიერთი კომპანიის მხრიდან „ოქროს სიის“ ბოროტად გამოყენებას უკავშირებს

 „მე როგორც ვიცი ვიღაცებმა, კონკრეტულმა კომპანიებმა  ბოროტად ისარგებლეს ამ შეღავათით, ვიღაცამ ითაღლითა,  ვიღაცა ძალით მოხვდა  ამ სიაში, ან რაღაც ქეისი მოხდა, რომელიც უცნობია საზოგადოებისთვის, არ ვიცი -  ფაქტია, რომ ასე მიპასუხეს საბაჟოდან. ჩვენ შეგვპირდნენ, რომ გამოსწორდებოდა მდგომარეობა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ  საერთოდ ყველასთვის გაუქმდა „ოქროს სიის“ შეღავათები. კარგი იქნება გავიგოთ ვინ იყვნენ ეს კომპანიები, ვინც თაღლითობას მიჰყო ხელი,  რომ წითელ დაფაზე გავაკრათ და ვიცოდეთ ვინ გვარცხვენს,“ - აცხადებს  „რედიქს“ ჯგუფის დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით  „ოქროს სიაში“ მყოფ  218 კომპანიას იმპორტის გადასახადზე შეღავათები გაუუქმდათ.

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი სახის გადაწყვეტილებები ბიზნესისთვის ზიანის მომტანია და „ოქროს სია“  შეზღუდვის ნაცვლად უნდა გაფართოვდეს

„დაგროვილი გამოცდილება აჩვენებს,  რომ ეს სისტემა კარგად მუშაობდა და გაუქმებაზე კი არა გაფართოვებაზე უნდა ვიზრუნოთ. მემგონი ვერ გრძნობენ, რამდენად აზიანებს ეს ბიზნესს და რამდენად მნიშვნელოვანია ყოველი წუთი ბიზნესმენისთვის მზარდი ეკონომიკის პირობებში. მე ველოდები, რომ ამ თემაზე მოგვიბრუნდება ფინანსთა მინისტრი, ცოტას ვისაუბრებთ და ისევ ახალი შემართებით დაიწყება ეს პროცესი. ოქროს სიაში თუ 200 კომპანია იყო,  ახლა უნდა გახდეს 1000 კომპანია,“ - აღნიშნა ლაშა პაპაშვილმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში მთავრობასა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციის სიმცირეზე საუბრობს საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე. მისი განმარტებით პოტენციურად ბიზნესისთვის საფრთხის შემცველი გადაწყვეტილება უშუალოდ კომპანიებთან უნდა იყოს განხილული .

ლინკი