(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა ასოციაციის საერთო ყრილობაზე პრეზიდენტად სოსო ფხაკაძე აირჩიეს. აღნიშნულ პოსტს ფხაკაძე მომდევნო 5 წელი დაიკავებს —  ამის შესახებ „კომერსანტს“ ასოციაციაში განუცხადეს.   

აღსანიშნავია, რომ BAG-ის  საერთო ყრილობაზე  წევრების უმრავლესობამ მხარი სწორედ სოსო ფხაკაძეს დაუჭირა. ის ერთადერთი კანდიდატურა იყო.     რაც შეეხბა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის პოსტს, მას კვლავ ლაშა პაპაშვილი დაიკავებს.   

კიდევ ერთი სიახლე არის ის, რომ  დღევანდელ  ყრილობაზე გადაწყდა ბიზნეს ასოციაციის სამეურვეო და სამეთვალყურეო საბჭოს შეერთება. გუნდი 25 წევრით დაკომპლექტდება.   შეგახსენებთ, რომ აქამდე აღნიშნული ორგანოები ცალ-ცალკე ოპერირებდნენ.   

ცნობისთვის, გიორგი ჭირაქაძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობა მიმდინარე წლის აპრილში დატოვა, რის შემდეგაც ასოციაციის წესდების თანახმად, ყრილობის ჩატარებამდე პრეზიდენტის პოზიცია ვიცე პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ დაიკავა.

ლინკი