(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

სოსო ფხაკაძე: გვინდა, „ოქროს სიის“ წევრი კომპანიებისთვის შეღავათები ისევ აღდგეს

“გვინდა, რომ ის რეგულაცია, რომელიც “ოქროს სიასთან” დაკავშირებით მაისის ბოლოს იქნა მიღებული გაუქმდეს,” - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა. 

როგორც ფხაკაძე აღნიშნავს, ის ამით ბიზნესის განწყობას და ხედვას აფიქსირებს. 

“გვინდა, რომ ის რეგულაცია, რომელიც “ოქროს სიასთან” დაკავშირებით მაისის ბოლოს იქნა მიღებული გაუქმდეს; ვფიქრობთ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ ახლა ძალიან მნიშვნელვანია, რა არის მთავრობის გადაწყვეტილება და ისინი რას ფიქრობენ ამ საკითხზე. გვინდა, შეღავათები ისევ ისე აღდგეს, როგორც იყო“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის გადაწყვეტილებით, "ოქროს სიის" 218 წევრ კომპანიას იმპორტის გადასახადის 30–დღიანი ვადა გაუუქმდა და 5 დღემდე შეუმცირდა; ასევე, ყველასთვის გაუქმდა წინასწარ დეკლარირების შემთხვევაში, გადახდის 15-დღიანი პერიოდი.

ლინკი