(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

BAG-ის წევრთა რიგებს „ევორდ ჰოლდინგი“ შეუერთდა

კომპანია „ევორდ ჰოლდინგის“ სახით.შპს „ევორდ ჰოლდინგი“ წარმოადგენს სხვადასხვა ბიზნეს სეგმენტის მქონე კომპანიების გაერთიანებას, თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამშენებლო მიმართულებას.
 
კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, მათი მიზანია კომპანიის ჰარმონიული ზრდა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით. მათი აზრით, კომპანიას სტაბილურ და მდგრად განვითარებას ხელს შეუწყობს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრობა.
 
„მივესალმებით ახალ წევრს, მოხარულნი ვართ, რომ არჩევანი სწორედ BAG-ზე გაკეთდა, რადგან ეს არის საქართველოში ყველაზე მსხვილი ბიზნესასოციაცია, რომელიც უზრუნველყოფს საკუთარი წევრების ინტერესების აქტიურ და ეფექტიან დაცვას. ჩვენ მზად ვართ, ყველა დონეზე ვისაუბროთ ჩვენი წევრების ინტერესებსა და საჭიროებებზე“- განაცხადა ასოციაციის გენერალურმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
 
შეგახსენებთ, რომ შპს „ევორდ ჰოლდინგი“-ს ქვეშ ერთიანდება სამშენებლო მომსახურებისა და წარმოების კომპანიები: შპს სამშენებლო კომპანია მამისონი, შპს AWARD, შპს ევორდ ფექტორი, შპს ევორდ დრილინგი და შპს ევორდ ტრანსპორტი.