(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

„სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპის მისაღებად ერთ-ერთი მიმართულება შეიძლება ელექტროსადგურების მშენებლობა იყოს“

თუ კი ჩვენ პოსტ პანდემიურ სიტუაციაში სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპის მიღება გვინდა, ერთ-ერთი მიმართულება შეიძლება ელექტროსადგურების მშენებლობა იყოს, რადგან დიდი ხანია მომზადებულია ათეულობით პროექტი, შესაბმისად გვაქვს შესაძლებლობა, რომ სწრაფ ინვესტიციების მოზიდვა მოხდეს“, ამის შესახებკომერსანტს“  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა. მისი თქმით, ელექტროსადგურების მშენებლობის დაწყება - განახლებით ეკონომიკა გაცოცხლდება, შეიქმნება სამუშაო ადგილები და ბაზარზე დამატებითი მოთხოვნა გაჩნდება.

ელექტროსადგურების მშენებლობის არის დამატებითი ინვესტიციები, რომელსაც გარედან შემოვიტანთ. შესაბამისად, თითოეულ ლარს და დოლარს, რომელიც ამ პროექტებზე დაიხარჯება მულტიფლიკატორის ეფექტი ექნება და ორ-სამ დოლარს შექმნის სხვა ინდუსტრიებშიც, ასევე  დაასაქმებს ადამიანებს. ეს ის პირდაპირი ეფექტებია,რომელიც შეიძლება პროექტების დაწყებას ჰქონდეს. გრძელვადიანი ეფექტი კი უკავშირდება იმას, რომ ჩვენ ვართ ელექტროენერგიის იმპორტიორი ქვეყანა და ამით გავზრდით ჩვენი ელექტრო უსაფრთხოების ხარისხს ანუ საკუთარ წარმოებაზე ვიქნებით დამოკიდებულები“, - განმარტავს ლევან ვეფხვაძე.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც ქვეყანაში ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას აფერხებს. ლევან ვეფხვაძის თქმით, ახალი ინვესტიციების მოსაზიდად საჭიროა საქართველოს მთავრობამ  მოაგვაროს ის პრობლემები რომელიც გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს უკავშირდება.

ბოლო 3 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი გაჩერდა. აქ არის ორი პრობლემა: პირველი არის ის, რომ ნაწილ პროექტებს თავის დროზე  PPA (გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები) რაც ჰქონდათ მიღებული,  5-7 წლის წინ მემორანდუმებით გარანტირებული ეს PPA- ის ფინანსური პირობები  ახალ რეალობაში აღარ მუშობს, შესაბამისად მათ დაფინანსება ვერ მოიძიეს იმიტომ, რომ წარმოდგენილი ტარიფები ვერ უზრუნველყოფს შესაბამის უკუგებას ინვესტორებისთვის. მეორე პრობლემა არის ის, პროექტები რომლებიც ვერ იღებენ გარანტირებული შესყიდვის გარკვეულ შეთანხმებას და შესაბამისად ტარიფი საერთოდ არ აქვთ, რა დროსაც ინვესტორები ბაზრის რისკის იმედად არიან დატოვებულები იმ შემთხვევაში თუ განახორციელებენ პროექტსბუნებრივია ინვესტორი არ შედის ამ რისკში და არ ღებულობს პროექტში მონაწილეობას. ჩვენ გვჭირდება ის რომ არსებულ მემორანდუმებს გადავხედოთ და ვნახოთ რა არ მუშაობს, რატომ არ მუშაობს და გავარკვიოთ ეს ფინანსური მიზეზები. თუ გადასახედია ტარიფებს უნდა გადავხედოთ. ამ პანდემიამ აჩვენა მთავარი, თუ კი ქვეყანა გარკვეულ წილად, საკუთარ რესურსებით ვერ დააკმაყოფილებს საკუთარ მოთხოვნებს, შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი საფრთხის წინაშე აღმოაჩნეს. კორონავირუსის შემდეგ სრულიად ახალი უსაფრთხოების კონცეფცია გაჩნდა“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ქვეყანაში ელექტროსადგურების მშენებლობას აფერხებს, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტია. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ამ კუთხით საჭიროა საქართველოს მთავრობის აქტიური მუშაობა.

არსებობს პროექტები სადაც ფინანსური შესაძლებლობები არსებობს, PPA არის, ტარიფიც ნორმალურია, მაგრამ ვერ შენდება იმიტომ, რომ არის წინააღმდეგობა ადგილობრივ მოსახლეობის მხრიდან. აქაც საჭიროა სახელმწიფოს აქტიურ ჩარევა, ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა დაინახოს გრძელვადიანი ინტერესი ჰესისგან. დეველოპერი ეუბნება, რომ 2 წელი მშნებლობის დროს დასაქმდება, მაგრამ შემდეგ თვითონ მოსახლეობა ვეღარ ხედავს გრძელვადიან სარგებელს ჰესებისგან. თუ სახელმწიფო ჩაერევა და შეასრულებს შუამავლის ფუნქციას, თუ საჭირო შემთხვევაში PPA- გადახედავს და ტარიფს აწევს იმისათვის, რომ უკვე მომატებული ტარიფი ადგილობრივ მოსახლეობას მოხმარდეს ამაში  ცუდი არაფერი იქნება.  თუკი ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნება ფონდები, სადაც თუნდაც ქონების გადასახადის ნახევარი პირდაპირ მოხვდება და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით პროექტები დაფინანსდება, მოსახლეობას საწინააღმდეგო აღარ ექნება. არ ვამბობ, რომ მოწინააღმდეგეების 100 პროცენტი შეიცვლის აზრს, მაგრამ დიდი ნაწილი ასეთი პროექტების მხარდამჭერები იქნებიან“, - განმარტავს ლევან ვეფხვაძე.

ლინკი