(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

ლაშა პაპაშვილი - პოლიტიკური ბატალიების გამო, ინსტიტუტები არ უნდა დავანგრიოთ

პოლიტიკური ბატალიების გამო, ჩვენი ინსტიტუტები არ უნდა დავანგრიოთ, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა იმ კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას და მის ცალკე საჯარო სამართლის იურდიულ პირად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. 
კითხვაზე, რატომ დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი, ლაშა პაპაშვილმა აღნიშნა, რომ "ალბათ ყველასთვის ცნობილი მიზეზების გამო". 
"ამ თემაზე არ ღირს, ყურადღება გავამახვილოთ. პოლიტიკური ბატალიების გამო, ჩვენი ინსტიტუტები არ უნდა დავანგრიოთ, ძნელად ჩამოყალიბებული, ზოგი მყიფეა", - განაცხადა პაპაშვილმა. 
მისივე თქმით, ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, რომ არ დაფრთხნენ ინვესტორები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. 
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოტენციური ინვესტორები გრძელვადიან სიმყარეს გრძნობდნენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებში", - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

 

ლინკი