(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

„როგორც არ უნდა დაკომპლექტდეს პარლამენტი ბიზნესს მეწარმეთა შესახებ კანონი სჭირდება“ - ნიკა ნანუაშვილი

იქნება ეს არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგ თუ არჩევნების დღეს, მთავარია რეგულატორული პოლიტიკა იყოს რეალობაზე დაფუძნებული და კონკრეტულ მიღწევად შედეგზე ორიენტირებული“, -  ამის შესახებ „კომერსანტს“საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიულმა დირექტორმა, ნიკა ნანუაშვილმა განუცხადა.

ნიკა ნანუაშვილა აღნიშნა, რომ პარლამენტში განსახილველად უკვე  შეტანილია ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კანონები, მაგალითად კანონპროექტი მეწარმეთა შესახებ, როელიც ქართული ბიზნესის ევროპულთან დაახლოებაზეა ორიენტირებული.

პარლამენტში განსახილველად უკვე შეტანილია ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, ეს არის მეწარმეთა შესახებ კანონპროექტი, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ ქართული ბიზნესი მეტად დაუახლოვდეს ევროპულს და მოხდეს უფრო მეტი კავშირის გამყარება ევროპულ ბიზნეს საზოგადოებასთან, რაც ყველაზე მთავარია შეუწყობს ხელს ევროპული ინვესტიციების მოზიდვას და ქვეყანაში უფრო ხელსაყრელი სამართლებრივი გარემოს შექმნასმე დარწმუნებული ვარ არჩევნების შემდეგ ეს კანონპროექტი აქტიური განხილვის რეჟიმში გადაინაცვლებს და  საბოლოო ვინც არ უნდა იყოს პარლამენტში ჯამში მივიღებთ უფრო უკეთეს სამეწარმეო სივრცის მარეგულირებელ ჩარჩოს“, -  აღნიშნავს ნიკა ნანუაშვილი.

ნიკა ნანუაშვილმა „კომერსანტთან“ შრომის კოდექსზეც ისაუბრა და განმარტა, რომ შრომის კოდექსი ხანგრძლივი ცვლილებების და დისკუსიების შედეგად  არის  მიღწეული.

ხშირი ცვლილება კანონმდებლობაში სასურველი არ არის, ასე რომ რაც გვაქვს ეს არის, შევხედოთ როგორი იქნება ეკონომიკური ვითარება და რის საშუალებას, რამდენის მომატების ან დაკლების საშუალებს მოგვცემსშრომის  კოდექსი რელურად არაფერს არ ცვლის თუ მას თან ეკონომიკური განვითარება არ ახლავს,  თუ  იქნება განვითარება, ჩვენ დასაქმებულებისათვის უფრო მეტ გარანტიებზე და სარგებელზე ვისაუბრებთრაც უფრო  დიდია ეკონომიკა, რაც უფრო  მეტი ფინანსური რესურსია, ბუნებრივია მით უფრო მეტი რეგულაციის  დაცვა და შესრულება შეიძლება, რაც თავისთავად  ხარჯებს მოითხოვს“, -  აცხადებს ნიკა ნანუაშვილი.

„კომერსანტის“ კითხვაზე, თუ  რა სჭირდება ბიზნესს, რომ კარგად იმუშავოს და რა მოლოდინები აქვს ახალი მმართველი გუნდისგან, ნიკა ნანუაშვილმა განმარტა, რომ ბიზნესს სტაბილურობა და პანდემიის  შედეგების სწრაფად დაძლევა სჭირდება.

მთავრობამ ბუნებრივია  ბიზნესთან  თანამშრომლობით სწრაფად  უნდა დაძლიოს  პანდემიით გამოწვეული, უარყოფითი  ეკონომიკური  შედეგები და უნდა უზრუნველყოს  სტაბილური  ბიზნეს გარემო“, -  აღნიშნავს ნიკა ნანუაშილი.

აღსანიშნავია, რომ დღეს არსებული კანონი ტოვებდა დიდ სივრცეს იმისთვის, რომ ცალკე მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრს განევითარებინა პრაქტიკა, ცალკე სასამართლოს, რაც არაერთგვაროვანი იყო შემთხვევიდან შემთხვევამდე და უამრავ გაუგებრობას იწვევდა, დაბნეულობას მეწარმეებსა და პრაქტიკოს იურისტებში. ახალი კანონი ამ სივრცეს ნაკლებად ტოვებს. ნაცვლად შპს-ს რეგისტრაციისთვის შაბლონური წესდებისა, სადაც აქამდე მხოლოდ სახელი, გვარის და რეკვიზიტების ჩაწერა იყო საჭირო, ახლა ოდნავ მეტი დაფიქრება იქნება საჭირო. კანონი გვაძლევს ჩარჩოს და ამის ფარგლებში პარტნიორები თავად უნდა შეთანხმდნენ. კანონი ასევე აწესებს სავალდებულო სტანდარტებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია რია-ს შეფასება, რომელიც კარგად ასახავს მის საჭიროებას. 

ახალი კანონით ჩანაცვლდება 1994 წელს მიღებული მეწარმეთა შესახებ კანონი, რომელიც სპეციალისტების თქმით, მიუხედავად 2008 წელს განხორციელებული ცვლილებებისა, თანამედროვეობას და ბიზნესწრეების ინტერესებს არ პასუხობს. კანონპროექტს მეათე მოწვევის პარლამენტში სავარაუდოდ წელს განიხილავენ.

ბმული