(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს გამოყოფის საკითხის განხილვაში ბიზნესი ჩაერთვება

ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ ბიზნესმა ძირითადი უხერხულობა და დისკომფორტი იმიტომ იგრძნო ბიზნესმა, რომ ბიზნესმენები ამ პროცესში ჩართულები არ აღმოჩნდნენ.
„შევთანხმდით, რომ მათი ჩართულობის ხარისხი უახლოეს დღეებში გაიზრდება. არგუმენტები არის როგორც ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარესაც. ვფიქრობ, რომ სადღაც ერთ კვირაში უკვე დაბალანსებული გადაწყვეტილება გვექნება. ბიზნესმენების ძირითადი მესიჯი მდგომარეობს იმაში, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი პროცესი და ინიციატივაა, რომ ამ პროცესში აუცილებლად უნდა იყოს ბიზნესი ჩართული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, საბანკო სექტორთან თამაში არ შეიძლება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სექტორია.
„კომერციული ბანკების თემა, ამ საკითხის განხილვის დროს, ფრჩხილებს გარეთ უნდა გამოვიდეს, რადგან ეს არის კონკრეტული ინიციატივა ეროვნულ ბანკთან მიმართებით. ბიზნესსაზოგადოებას გააჩნია საკუთარი ხედვა და საკუთარი არგუმენტები. მეორე მხარეს გააჩნია თავისი არგუმენტები. მე ვერ დავინახე გადაულახავი პრობლემა. შევაჯერებთ ყველაფერს და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, კონსულტაციები აუცილებლად უნდა იყოს გავლილი ბიზნესთან, რადგან ბიზნესი ამ კანონპროექტს ძალზედ ფრთხილად უყურებს და ვერ ხედავს იმ ინსტრუმენტებს, თუ როგორ იმუშავებს ეს კანონი.
პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, ორშაბათის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა. მისი ინიცირება და მომზადება კი პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომოიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა მოამხდინა.
მეჭიაურის განცხადებით, სააგენტოს ეროვნული ბანკისაგან გამოყოფის აუცილებლობა ეროვნული ბანკის გაუმჭვირვალე საქმიანობამ განაპირობა.

 

ლინკი