„თითოეულ პრობლემას გულისყურით მოსმენა სჭირდება“ - რას ითხოვს სამშენებელო სექტორი ხელისუფლებისგან
სამშენებელო სექტორში პრობლემები წლების განმავლობაში გროვდებოდა და თითოეულს გულისყურით მოსმენა სჭირდება - ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ შავლეგ მიშველაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსი“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, ასოცაციაციაში აღნიშულ სექტორთან შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც ერთდროულად რამდენიმე მძიმე პრობლემამ იჩინა თავი. როგორც შავლეგ მიშველაძემ აღნიშნა, დეველოპერებისთვის სირთულეს წარმოადგენს როგორც უწყებებთან კომუნიკაცია, ისე რეგულაციების სტანდარტებთან შეუსაბამობა.
„ეს არის პრობლემები, რომელიც იშვა არა ერთი-ორი თვის, ან ერთი წლის წინ, არამედ წლების განმავლობაში გროვდებოდა და იმ ფონზე, როდესაც პანდემიის გავლენით მართლაც მძიმე დღეები უდგათ დეველოპერებს, თუ მშენებლებს, ეს მძიმე დღეები სულაც არ არის უახლოეს ჭრილში დასასრულისკენ მიმავალი. ვფიქრობთ, რომ დაგროვილი პროლემების გადაჭრა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება.
დავიწყებ ბოლოდან, თუ რატომ უნდა უსმინოს ხელისუფებამ აღნიშნულ სექტორს განსაკუთრებული გულისყურით. პასუხი ძალზე მარტივია და თითეული თქვენთაგანისთვის ნაცნობი, ეს არის სექტორი, რომელიც ასაქმებს ათეულობით ათას ჩვენს თანამემამულეს, ეს არის სექტორი, რომელიც ქმნის (წლიდან წლამდე ჭრილში) მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10%-ს. ეს არის სექტორი, რომლის მდგრადობაზე დიდიწილად არის დამოკიდებული ეკონომიკის ძირითადი ღერძი. შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ თითოეულ პრობლემას გულისყურით მოსმენა სჭირდება.
ასეთი მნიშვნელობის სექტორი ალბათ, არ უნდა ეძებდეს სხვადასხვა უწყებებში, სხვადასხვა პროლემის მოსაგვარებლად საკონტაქტო ადამიანს თუ ადამიანთა ჯგუფს. ამიტომ მეტ ყურადღებას ნამდვიალდ ვსაჭიროებთ.
თვითონ მოცემულობა, რომ პრობლემები გროვდებოდა წლების განმავლობაში ალბათ, ცხადყოფს, რომ მინიმუმ, არის კომუნიკაციის, ისევე როგორც მსმენელის პრობლემა. შესაძლებელია უწყება იყოს რამდენიმე, მაგრამ ეს პროლემების მოგვარების ეფეტურობას გაცილებით ანელებს, ვიდრე, როდესაც არსებობს ადამიანების ერთი კონკრეტული ჯგუფი, ვინც ამ მნიშვნელოვანი სექტორის დინამიურ განვითარებაზე ზრუნავს.
პრობლემების პალიტრა საკმაოდ ფართოა - დაწყებული იმ რეგულაციებით, რომელიც ვრცელდება და რითაც სულდგმულობს დღეს სამშენებლო სექტორი. დიდი საიდუმლო არ არის, რომ ჩვენ 21-ე საუკუნეში ვხელმძღვანელობთ იმ სამშენებლო რეგულაციებით, რომელიც ადაპტირებულია და დანერგილია ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს. ამის შემდეგ ტექნოლოგია წინ წავიდა და არაერთ უხერხულობას ქმნის ამ ტიპის შეუსაბამო სტანდარტის გამოყენება. მართალია, არის რამდენიმე ინტეგრირებული ნორმა და რეგულაცია, მაგრამ ეს იმდენად უხეშად არის გაკეთებული, რომ სრულიად მოწყვეტილია რეალობას. ასე რომ, პრობლემა სტანდარტებთან და შესაბამისობასთან დაკავშირებით, ნამდვილად არსებობს.
ასევე პრობლემა გახლავთ სახელწიფო შესყიდვების სატენდერო დოკუმენტაცის მომზადების, წარდგენის, თუ შეფასების ნაწილში მოქმედი რეგუალციები.
ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რეგულაციები უნდა იყოს შესაბამისი და მკაფიო“,- განაცხადა შავლეგ მიშველაძემ.
ბმული