გიორგი ჭირაქაძე მოუწოდებს ხელისუფლებას დააჩქაროს ბიზნესის მოგების გადასახდისგან გათავისუფლებაზე მუშაობა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი ჭირაქაძე მოუწოდებს ხელისუფლებას დააჩქარონ ინიციატივაზე მუშაობა, რომელიც ბიზნესის მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს. ამის შესახებ გიორგი ჭირაქაძემ ბიზენსომბუდსმენ გიორგი გახარიასთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალსიტებს განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული კანონი ბიძგს მისცემს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. „სჯობს ასეთ კანონებზე დავხარჯოთ დრო, ვიდრე კანონებზე, რომელიც უკან გადადგმული ნაბიჯია"-განცხადა ჭირაქაძემ.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა სტატისტიკის შესახებაც ისაუბრა, რომელიც უმუშევრობის შემცირებას გულისხმობს. მისი თქმით, ის ენდობა სტატისტიკის მონაცემებს, რადგანაც სტატისტიკის სამსახურთან ერთად მუშაობდა.
მისი თქმით, ამ საკითხის შეფასება ძალიან რთულია. „ჩვენ ყოველთვის ემოციის ფონზე ვაფასებთ იმას, როცა ჩვენი ახლობლები, ნათესავები ვერ პოულობენ სამსახურს.
ზოგადად უმუშევრობის თემა რთულია, მიუხედავად შემცირებისა, ქვეაყნაში ძალიან ბევრი უმუშევარია. კომერციულ სექტორზე, ბიზნესზე ( რომელმაც უნდა დაასაქმოს ადამიანი) შეტევა, ან არასწორი მოპყრობა რთულ შედეგს გამოიწვევს. ხელისუფლების წარმომადგენლებს და პარლამენტარებს ვთხოვთ, რომ ვიმუშაოთ ერთად იმისთვის, რათა დასაქმება გაიზარდოს"-განაცხადა ჭირაქაძემ.
ლინკი