(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია “თიბისი ბანკის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია “თიბისი ბანკისა” და ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და ბრალდებებს ეხმიანება.
როგორც „ინფო9“-ს საქართველოს ბიზნეს ასოციაციიდან აცნობეს, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია უკანასკნელი თვეების განმავლობაში აქტიურად აკვირდება ასოციაციის წევრი კომპანიის - “თიბისი ბანკისა” და ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და ბრალდებებს.
„მყარად გვწამს, რომ საქართველო არის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო, ამიტომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციისათვის კატეგორიულად მიუღებელია ცალკეული კომპანიისა თუ კომპანიათა ჯგუფის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია სიტყვის თავისუფლებისა და სამართლის პრინციპების იგნორირებით.
ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ბიზნესის განვითარება, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა შეიძლება მიიღწეს მხოლოდ სამართლებრივად მოწესრიგებულ სივრცეში.
დაუშვებელად მიგვაჩნია ცალკეული დავების გადაწყვეტა გადამოუწმებელი და ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელებით . ასეთი ქმედებები შეუძლებელია გახდეს დემოკრატიული სახელმწიფოს, ეკონომიკის და საზოგადოების განვითარების საფუძველი.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მხარდაჭერას უცხადებს თიბისი ბანკს და ამავდროულად, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს მხოლოდ კანონის ფარგლებში, ყველა მხარის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების პატივისცემისა და აღსრულების გზით“, - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლინკი