(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

სოსო ფხაკაძე - ვფიქრობთ, ლარმა უკვე იპოვა წონასწორობის ახალი ნიშნული

"ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტის, საქართველოს ბიზნესასოციაციის ვიცე პრეზიდენტ სოსო ფხაკაძის განცხადებით, საწვავზე ფასების მომატება მომავალში პროცესების განვითარებაზეა დამოკიდებული. 
ამის შესახებ ფხაკაძემ ბიზნესასოციაციის წევრებისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ფხაკაძემ აღნიშნა, ლარის დევალვაცია არა მარტო ბიზნესისთვის, არამედ ზოგადად მოსახლეობისთვის ნეგატიურია. 
"სამწუხაროდ, საგარეო, ფუნდამენტური ხასიათის ფაქტორებიდან გამომდინარე იყო ძალიან დიდი ზეწოლა ლარის კურსზე და ასეთ ვითარებაში შეუძლებელია, ლარის კურსი არ გაუფასურდეს, ვერანაირი შიდა ბერკეტებით ამას ვერ გაუმკლავდები. როდესაც შენს ძირითად სავაჭრო ქვეყნებში ხდება ეროვნული ვალუტების მნიშვნელოვანი დევალვაცია, ეს იწვევს დიდ ზეწოლას ეროვნულ ვალუტაზე ", - განაცხადა ფხაკაძემ. 
მისივე თქმით, ლარის კურსის გაუფასურება საწვავის ფასებზე გარკვეულწილად აისახა და მომავალში დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება პროცესები. 
"ეს, რასაკვირველია, დამოკიდებულია შემდგომ პროგნოზზე, ლარის კურსის ქცევაზე. მაგრამ კარგი ის არის, რომ ზოგადად ვფიქრობთ, ლარმა უკვე იპოვა წონასწორობის ახალი ნიშნული", - განაცხადა ფხაკაძემ. 

 

ლინკი