(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

ლაშა პაპაშვილი - გაზის ტარიფის გაზრდა ყოვლად დაუშვებელია

ბიზნესასოციაციის ვიცე პრეზიდენტის, ლაშა პაპაშვილის განცხადებით, ქვეყანამ ნებისმიერი ხერხებით გაზის ფასი უნდა შეინარჩუნოს, - ამის შესახებ პაპაშვილმა "თბილისი მარიოტში" გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 
ბიზნესასოციაციის წევრები ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავასა და ენერგოომბუდსმენს სალომე ვარდიაშვილს შეხვდნენ. 
ლაშა პაპაშვილი მიიჩნევს, რომ ყოვლად დაუშვებელია გაზის ტარიფის გაზრდა. მისი თქმით, ეს პრობლემა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს და მსოფლიოს აქვს. უმსხვილესი ეკონომიკის ქვეყნებიც კი ღრმა რეცესიაში არიან შესულები.
"უკიდურესად მნიშვნელოვანია და ნებისმიერი ხერხით უნდა შეინარჩუნოს ქვეყანამ გაზის ფასი. ეს იყო ჩვენი მესიჯი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ გარეშე ფაქტორი უამრავია. ასევე აქ არის "ყაზტრანსგაზი", რომლის უკანაც ინვესტორია და ისიც არ უნდა დაზარალდეს", - განაცხადა პაპაშვილმა. 
ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ  კახა კალაძის განცხადებით, კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის არსებული საფასური პირველ მაისამდე იქნება შენარჩუნებული და ეს ხდება სუბსიდირების ხარჯზე. 
როგორც კალაძემ აღნიშნა, რა იქნება მომავალში ამასთან დაკავშირებით მთავრობა და ხელისუფლება იმსჯელებს.

 

ლინკი