„პრემიერს ვუთხარით, რომ 2 საინტერესო ეკონომიკური რეფორმა გვაქვს მომზადებული“ - ფხაკაძე
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, ბიზნესგაერთიანების პორტფელში მინიმუმ ორი საინტერესო ეკონომიკური რეფორმაა შემუშავებული, რომლის შესახებაც დღეს ახალ პრემიერ-მინისტრს აცნობეს. ამის შესახებ მან BAG-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც მთავრობის ხელმძღვანელთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბიზნესიც ესწრებოდა.
„პრემიერთან და ეკონომიკურ გუნდთან არაერთი საქმიანი შეხვედრა გვექნება და ეს პერმანენტული პროცესია. დღეს პრემიერს ვუთხარით, რომ მინიმუმ ორი ძალიან საინტერესო ეკონომიკური რეფორმა გვაქვს ჩვენს პორტფელში მომზადებული და ამას პერმანენტულად აკეთებს ასოციაცია, ამ ინიციატივებს ახალ პრემიერ მინისტრს გავაცნობთ“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
მისივე თქმით, „მზაობა იმისთვის, რომ ბიზნესთან ჯანსაღი, პოზიტიური კომუნიკაცია იყოს, არის და დღევანდელი კონფერენცია ამის დასტურია“.
ბმული