(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

გიორგი ჭირაქაძე - ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის მეტი პირდაპირი კომუნიკაცია უნდა არსებობდეს

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის, გიორგი ჭირაქაძის აზრით, ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის მეტი პირდაპირი კომუნიკაცია უნდა არსებობდეს.
როგორც ჭირაქაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა პრობლემაზე, რომელიც ბიზნესმენებს აწუხებთ, რეაგირება მყისიერად უნდა ხდებოდეს.
"მთავარია ის, რომ უნდა არსებობდეს პირდაპირი კომუნიკაცია ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის. ყველა პრობლემაზე, რომელიც ბიზნესმენებს აწუხებთ, რეაგირება მყისიერად უნდა ხდებოდეს", - განაცხადა ჭირაქაძემ.
მისივე თქმით, იქედან გამომდინარე, რომ შემდეგი წელი პოლიტიკურად აქტიური და საარჩევნო წელია, მნიშვნელოვანია, რომ ამ ორ მხარეს შორის მეტი კომუნიკაცია არსებობდეს.
"ჩვენ, ბიზნესი იმედიანად ვართ განწყობილები. ჩვენ ვმუშაობთ ხელისუფლების ყველა შტოსთან, როგორც კი რაიმე პრობლემა, ან სერიოზული პრეტენზიები იქნება, ამაზე აუცილებლად მომენტალურად განვაცხადებთ, მაგრამ მე მაინც იმედიანად ვარ განწყობილი, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, ხელისუფლება გააცნობეირებს იმას, რომ ბიზნესთან აქტიურად მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ შევძლებთ შემდეგი წელიც შევინარჩუნოთ სტაბილურ წლად", - განაცხადა ჭირაქაძემ.
საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტს მომავალ წელს დიდი ეკონომიკური ზრდის იმედი არ აქვს, რადგან მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი მარტო საქართველოზე არ არის დამოკიდებული.
"იმედი არ მაქვს, რომ მომავალ წელს დიდი ეკონომიკური ზრდა იქნება. ეს არ არის მარტო საქართველოზე დამოკიდებული.თქვენ ხედავთ რაც ხდება რეგიონში. მაგრამ ამის მიუხედავად, მჯერა რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ერთობლივი მუშაობით გააკეთებენ იმას, რომ ეკონომიკა გაიზარდოს და წინ წავიდეს", - განმარტა გიორგი ჭირაქაძემ.

ლინკი