(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

პრემიერი: საგადასახადო შემოწმების პერიოდში ანგარიშები არ დაყადაღდება

ამ წუთებში სასტუმრო "რადისონში" საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდება. შეხვედრა, რომელსაც 60-მდე ბიზნესმენი ესწრება, მედიისთვის დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

კვირიკაშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრის დაწყებისას იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, რომელიც მთავრობას საქართველოს ბიზნესის განვითარებისთვის აქვს დაგეგმილი.

"იმ ეკონომიკურ გარემოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, საქართველოს გარშემო და არა მხოლოდ გარშემო არ არის ისეთი დინამიკური განვითარება. ჩვენთვის იქნება ცვლილებები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, დადებითად გავიტანოთ ეს რეფორმა იმისთვის, რომ მოვიზიდოთ დამატებითი პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში.

გარდა ამისა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ცვლილებებია. რამდენიმე კომპონენტს დავასახელებ. რაც უკვე დამტკიცებულია ეს არის ის, რომ  საგადასახადო შემოწმების პერიოდში აღარ მოხდება ანგარიშების დაყადაღება. მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მოხდება დაყადაღება. ასევე ძირითადი საშუალების იმპორტირებული დღგ-ს გადახდა სავალდებულო აღარ იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა.

ასევე საგადასახადო შემოწმებაში მხოლოდ და მხოლოდ შემოსავლების სამსახური მიიღებს მონაწილეობას",- განაცხადა პრემიერმა. 

 

ლინკი