(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

პრემიერის შეხვედრა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან

რეფორმების ოთხი ძირითადი მიმართულება - საგადასახადო,  ინფრასტრუქტურული, განათლების და მმართველობითი - ეს არის ის ძირითადი საკითხები, რაზეც პრემიერმა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ისაუბრა. საგადასახადო რეფორმის ნაწილში უკვე ცნობილია, რომ ცვლილება მოგების გადასახადს შეეხება, რომლის მიხედვითაც კომპანიები, რომლებიც მოგებას ბიზნესის განვითარებას მოახმარენ, აღარ დაიბეგრებიან. რაც შეეხება საგადასახადო რეფორმის პროცესში ბანკებისა და ფინანსური ორგანიზაციების ჩართვის პროცესს, რასაც ბანკები ითხოვენ,  გიორგი კვირიკაშვილი ბანკების წარმომადგენლების პოზიაციას ეთანხმება, თუმცა ამბობს, რომ “ესტონური მოდელის” დანერგვის პროცესში მათი ჩართვა მომავალ წლებში მოხერხდება. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც პრემიერთან ბიზნესმენებმა ისაუბრეს გაჭიანურებული სასამართლო დავებია. რაც შეეხება უკვე იმ ინიციტივებს, რომელიც თავად პრემიერმა გააცნო ბიზნესმენებს, ერთ-ერთი განათლების რეფორმას ეხება, გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში სახელმწიფო ამ მიმართულებით “გერმანული მოდელის” დანერგვას გეგმავს. პრემიერმა ასევე თქვა, რომ  როგორც საგადასახადო რეფორმა, ისე მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებები მთელი რიგი მიმართულებით მნიშვნელოვანი იქნება ბიზნესის განვითარებისთვის.  

 

ლინკი