(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

ლაშა პაპაშვილი: ორი დილემა აქვს მთავრობას, რაზეც ფიქრობენ და აქ დიდი ნაბიჯები დავგეგმეთ

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე ბიზნესმენებმა ორი მნიშვნელოვანი საკითხი დააყენეს, რომელიც უძრავ ქონებას და სასამართლო სისტემას ეხებოდა.

როგორც პაპაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ამ მიმართულებით შეხვედრაზე დიდი ნაბიჯები დაიგეგმა.

"უძრავი ქონების კუთხით დავაყენეთ ჩვენ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. მეორე იყო სასამართლოს მობილურობის უზრუნველყოფა. ეს ორი დილემა აქვს მთავრობას, რაზეც ფიქრობენ და დიდი ნაბიჯები დავგეგმეთ", - განაცხადა პაპაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი დღეს სასტუმრო "რედისონში" ბიზნესაცოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი საგადასახადო რეფორმის პროექტი წარუდგინა.

 

ლინკი