ჭირაქაძე: მთავარია ის პოზიტივი, რასაც ბიზნესთან მიმართებაში ხელისუფლების დამოკიდებულებაში ვხედავთ
საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, ბიზნესმენებმა პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერა გამოუხადეს.
როგორც სასტუმრო "რედისონში" საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჭირაქაძემ აღნიშნა, ხელისუფლება აცნობიერებს, რომ პრობლემები, რომელიც დღეს დგას, აუცილებლად გადასაწყვეტია.
"მთავარი არის ის პოზიტივი, რასაც ბიზნესთან მიმართებაში ხელისუფლების დამოკიდებულებაში ვხედავთ. ხელისუფლება პირდაპირ აცნობიერებს, რომ პრობლემები, რომელიც დღეს დგას, აუცილებლად გადასაწყვეტია. ჩვენ პრემიერს მხარდაჭერა გამოვუცხადეთ. ის საკითხები, რომლებმაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში წამოიწია, მნიშვნელოვანია.
მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ეს საკითხები იქნას განხილული. ჩვენ მკაფიოდ ვხედავთ, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება ბიზნესთან კომუნიკაციის ფონზე, სერიოზულად შეცვლილია და აქტიური კომიუნიკაციის ფაზაზე გადავდივართ. შეხვედრაზე იმ რისკების შესახებ ვისაუბრეთ, რომელიც საარჩევნო პერიოდთან არის დაკავშირებული. პრემიერი დაგვპირდა, რომ ამ რისკებს გაითვალისწინებს. ამაზე საუბარი ჩვენ მომავალშიც გვექნება", - აღნიშნა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარემ.
ლინკი