(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ

19 თებერვალს, 11:45 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სხდომაზე განხილული იქნება მოგების გადასახადის რეფორმასთან და მთავრობის სხვა ინიციატივებთან (ძირითადი საშუალებების იმპორტის დღგ-სგან განთავისუფლება, აღიარებული დავალიანებების ჩამოწერა, ე.წ. "დავის ყადაღა" საბანკო ანგარიშზე და სხვა) დაკავშირებული საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი.

კომიტეტის სხდომას ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ასევე დაესწრებიან საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, ასევე ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი.

 

ლინკი