(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს კიდევ ორი კომპანია შეუერთდა

24 თებ '11

საქართელოს ბიზნეს ასოციაციას კიდევ ორი ახალი წევრი ჰყავს, კავკასუს ონლაინის და ნოდია და პარტნიორების სახით.

 

კავკასუს ონლაინი ლიდერი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა საქართველოში. კომპანია ბაზარზე 1998 წელს კავკასუს ნეთვორქის სახელით გამოჩნდა,  როგორც ერთერთი პირველი ინტერნეტ პროვაიდერი. მოგვიანებით, 2006 წელს კავკასუს ნეთვორქთან ორი ძირითადი ინტერნეტ პროვაიდერის - ჯორჯია ონლაინისა და სანეტის გაერთიანებით სატელეკომუნიკაციო ბაზარზე გაჩნდა ახალი კომპანია - კავკასუს ონლაინი. 2008 წლიდან კომპანიას შეუერთდა ტელენეტი, უკაბელო ინტერნეტის ძირითადი პროვაიდერი საქართველოში, რის შემდეგაც კავკასუს ონლაინის პორტფელი კიდევ რამდენიმე პროდუქტით გაიზარდა.

2008 წლიდან კავკასუს ონლაინი ვარნა - ფოთის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მფლობელია. კაბელი შავი ზღვის ფსკერზეა განთავსებული და მომხმარებლისათვის მაღალხარისხიანიოპტიკურიინტერნეტისპირდაპირევროპიდანმიწოდებასუზრუნველყოფს.
დღესდღეობით, კავკასუს ონლაინი მომხმარებელს შემდეგ სატელეკომუნიკაციო მომსახურებას სთავაზობს:  ინტერნეტ-მომსახურება (DSL; ოპტიკურ-ბოჭკოვანი; უკაბელო); საბითუმო მომსახურება (IP ტრანზიტი); საერთაშორისო არხები; (Capacity Transit Services); ტელეფონია (ფიქსირებული, VOIP); საერთაშორისო სატელეფონო კოდი 8-07; ჰოსტინგი/კოლოკაცია; IP ტელევიზია; www.co.ge

იურიდიული კომპანია `ნოდია და პარტნიორები'' 2005 წელს შეიქმნა და დროის მოკლე პერიოდში კომპანიამ ადგილი დაიმკვიდრა, როგორც ერთ-ერთმა მოწინავემ მნიშვნელოვანი ინდუსტრიული და კომერციული სექტორების იურიდიული მომსახურების სფეროში. კომპანიის პრაქტიკა დაფუძნებულია ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესის მცოდნე პროფესიონალებზე, რომლებიც წარმოგვიდგენენ სამართლის დარგების და ბიზნესის თავისებურებების ბალანსირებულ ცოდნას, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო სპექტრით.

ნოდია და პარტნიორები იურიდიული მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს: კორპორატიულ, საბანკო, საფინანსო, კომერციულ, საგადასახადო და უძრავი ქონების სამართალში. ასევე მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ინვესტიციების მენეჯმენტსა და კომერციულ დავებში, ადგილობრივ სასამართლოებსა და არბიტრაჟში. საქმის წარმოების თითოეულ საფეხურზე სწორად შერჩეული პროფესიონალთა გუნდი, დროზე ზუსტად მორგებული პირობები, ნოდია და პარტნიორების წარმატებული საქმიანობის გასაღებია. კომპანიის მიზანს  ეტაპობრივი ზრდა, მომსახურების სფეროს გაფართოება და კლიენტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს.

ნოდია და პარტნიორების მთავარი ამოცანა

სრულყოფილება
კლიენტთა კმაყოფილება
ტრანსფარენტულობა
სანდოობა


www.nplaw.ge