(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას ორი ახალი წევრი შეემატა

11 თებ '11

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას ორი ახალი წევრი, საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ ინტერნეიშენალი“ და საერთაშორისო იურიდიული კომპანია „DLA PIPER“ –ის საქართველოს ოფისი „DLA PIPER GEORGIA“ შეუერთდა.
სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია "იმედი ელ ინტერნეიშენალ"-ი ერთ-ერთი ყველაზე  სტაბილური და დინამიურად მზარდი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც თავისი რეპუტაცია მომხმარებლისთვის მაღალი დონის მომსახურებით, სტაბილურობის მტკიცე გარანტიითა და ფინანსური სიძლიერით დაიმკვიდრა. კომპანია 15 წლის განმავლობაში თანმიმდევრულად ახორციელებს  დასახულ სტრატეგიასა და პოლიტიკას, რომელიც მიმართულია მხოლოდ ხარისხზე ორიენტირებული სერვისისა და პროდუქტების შექმნისაკენ. მრავალწლიანი გამოცდილება, მომხმარებელზე ორიენტიერებული მომსახურება, დაზღვევის დასავლური მოდელი და მსხვილი კაპიტალი მისი მრავალრიცხოვანი მომხმარებლისთვის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების, ბიზნესისა და ზოგადად, მომავლის საიმედო დაცვის გარანტიაა.


კს "დი-ელ-ეი პაიპერ საქართველო" არის გლობალური იურიდიული ფირმის, DLA PIPER-ის ნაწილი, რომელიც აერთიანებს 3,500 იურისტს მსოფლიოს 29 ქვეყნის 68 ოფისსში აზიაში, ევროპაში, შუა აღმოსავლეთსა და აშშ-ში, რაც საშუალებას გვაძლევს დავეხმაროთ კომპანიებს იურიდიული საკითხების გადასაჭრელად მთელ მსოფლიოში.
კს "დი-ელ-ეი პაიპერ საქართველო" ემსახურება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კლიენტებს რეგიონის წამყვან საერთაშორისო ინვესტიციებში, დაფინანსებისა და პრივატიზაციის გარიგებებში, ასევე მნიშვნელოვან კომერციულ დავებში ადგილობრივ სასამართლოებსა და საერთაშორისო არბიტრაჟში, ისევე როგორც ეკონომიკის ყველა სექტორში - ენერგეტიკიდან და ტელეკომუნიკაციებიდან დაწყებული უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების ჩათვლით.