(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ სემინარში მიიღეს მონაწილეობა

21 დეკ '10

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, გერმანიის მთავრობის ტექნიკური თანამშრომლობის (GTZ) და საქპატენტის ერთობლივი ძალისხმევით 21 დეკემბერს ბიზნესის წარმომადგენელთათვის გაიმართა სემინარი თემაზე "ინტელექტუალური საკუთრების ძირითადი პრინციპები და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვა".
სემინარი, რომელიც „გერმანულ სახლში" ჩატარდა, განკუთვნილი იყო ბიზნეს წრეებისათვის და მიზნად ისახავდა ინფორმაციის მიწოდებას ისეთ თემებზე, როგორებიცაა საავტორო და მომიჯნავე უფლებები, სასაქონლო ნიშნები, გამოგონებები და სასარგებლო მოდელები.

სემინარს საქპატენტის შესაბამისი დეპარტამენტების უფროსები უძღვებოდნენ და მისი დასრულებისას დამსწრეთა მონაწილეობით გაიმართა დისკუსია ბიზნესისათვის აქტუალურ, პრაქტიკულ საკითხებთან დაკავშირებით.