საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC ) ბიზნეს ასოციაციის წევრთათვის ორდღანი ტრეინინგი ჩაატარეს
22 ოქტ '10
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) 21-22 ოქტომბერს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" ბიზნეს ასოციაციის წევრებს ორდღიან ტრეინინგზე უმასპინძლეს, რომლის თემაც "რისკების მენეჯმენტი და კორპორატიული მართვა" იყო. ტრენინგი, რომელიც გათვალისწინებული იყო კომპანიების საშუალო და მაღალი რანგის მენეჯმენტისათვის, მოიცავდა ისეთი პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე საკითხებს, როგორებიცაა კორპორატიული მართვა, რისკების შეფასება და სტრატეგიული დაგეგმარება, რისკების მენეჯმენტი, დირექტორთა საბჭოსა და სამეთვალყურეო საბჭოს, მაღალი რანგის მენეჯმენტის მიერ რისკების მართვის თავისებურებები.
გარდა თეორიული ნაწილისა, ტრეინინგი შეიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებს და ითვალისწინებდა ე.წ. „Case Study"-საც.
ტრეინინგი საქართელოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ და IFC-ის კავკასიის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა, თომას ლიუბეკმა და IFC-ის კორპორაციული მართვის უფროსმა მენეჯერმა, მაქსინ გარვეიმ გახსნეს.
ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით „მნიშვნელოვანია, როდესაც კომპანია რისკების მართვით ინტერესდება, რათა დაგროვილი გამოცდილების ფონზე ამა თუ იმ გამოწვევას იოლად გაუმკლავდეს. ეს სემინარი გამიზნული ძირითადად კომპანიების გენერალური და ფინანსური დირექტორებისათვის, მენეჯერებისათვის და ის კორპორატიულ მართვას ეხება. როდესაც ქვეყანაში ბიზნესი ვითარდება, რისკების მართვაზე დიდი ყურადღება უნდა გამახვილდეს. ქვეყანაში ძალიან ბევრი რისკი არსებობს, მათ შორის ფინანსური რისკებიც. საქართველოს სამაოდ ახაგზრდა ქვეყანაა და ჩვენ რისკების მართვაში დიდი გამოცდილება არ გვაქვს და მნიშვნელოვანია რომ კომპანიის დირექტორეებმა მკაფიოდ დაინახონ, თუ რა უნდა გაკეთდეს ფინანსური რისკების შესამცირებლად".
ტრეინინგს სპეციალურად ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეული პროფესორები, ტორბენ ანდერსენი და ოლივიერო როჯი უძღებოდნენ, რომელთაც დასასრულს მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატები გადასცეს.