(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი პრესკონფერენცია

27 სექ '10

24 სექტემბერს „ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ და ასოციაციის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, გიორგი ისაკაძემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც  "ჰერითაჩ ფაუნდეიშენის" ეხლახანს გამოქვეყნებული შეფასება განიხილეს.

აღნიშნული შეფასების მიხედვით საქართელომ რეიტინგში 20 საფეხურით წინ წაიწია და 26-ე ადგილს იკავებს. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, "ჰერითაჩ ფაუნდეიშენის" შეფასება ეყრდნობა ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა ქვეყანაში თავისუფალი ბიზნეს გარემო,  ბიზნესის მარეგულირებელი კანონმდებლობის ლიბერალურობა, საგადასახადო გარემო, გადასახადების განაკვეთების  სიმცირე და ა.შ.

როგორც გიორგი ისაკაძემ განაცხადა, საქართელოს ხელისუფლების მიზანმიმართული ძალისხმევა და საინფორმაციო კამპანია უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად ეტაპობრივად აისახება ინვესტიციების შემოდინების დინამიკაზე და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, „მუდმიად გვესმის, რომ საქართველოში ბიზნეს პრობლემები აქვს და ეს პრობლემები მართლაც არსებობს. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი რაღაც იცვლება. ჩემი კომპანიის გამოცდილების საფუძვეზე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება გაცილებით მარტივია ვიდრე აშშ-ში. რაც შეეხება გადასახადების თემას, ქვეყანაში გადასახადები ნამდვილად დაბალია და თითქმის ყველა ბიზნესმენი ამას ადასტურებს. მთლიანობაში გადასახადების ნაწილში საქართველოს საკმაოდ ნორმალური სიტუაცია აქვს. თვითონ "ჰერითაჩ ფაუნდეიშენის" ეხლახანს გამოქვეყნებული შეფასება დაგვეხმარება, რომ გაცილბით მეტი ინვესტორი მოვიზიდოთ და მათ სტაბილზაციის განცდა გაუჩნდეთ""

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანია UGT, რომლის პრეზიდენტი სწორედ გიორგი ჭირაქაძეა, პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც საქართველოს პარალელურად ოპერირებს აშშ-ში.