(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ კავკასიის ბიზნეს სკოლის სტუდენტებს უმასპინძლა

20 სექ '10

17 სექტემბერს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები კავკასიის ბიზნეს სკოლის იმ სტუდენტებს შეხვდნენ, რომლებიც გაცვლითი პროგრამით, ინგლისში, ჩესტერის უნივერსიტეტში მიემგზავრებიან სწავლის გასაგრძელებლად.
ბიზნეს ასოციაციაში ეს მსგავსი ფორმატის პირველი შეხვედრა იყო და სწორედ აქ გაჟღერდა ის სიახლე, რომლის განხორციელებასაც მომავალში ასოციაცია ითავებს.
კერძოდ, ასოციაცია იზრუნებს წარჩინებული სტუდენტების მონაცემთა ბაზის შექმნაზე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ასოციაციის წევრთათვის და მათ მიეცემათ  საშუალება კომპანიის საჭიროებების შესაბამისად  ამ ბაზიდან აირჩიონ შესაბამისი კანდიდატურა დასასაქმებლად.
სტუდენტებს სიტყვით მიმართეს ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ და ასოციაციის წევრი კომპანიის, "საქკაბელის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ედიშერ მამალაძემ. მათი განცხადებით, ქვეყანაში დასაქმების ბაზარზე სულ უფრო იზრდება მოთხოვნილება კვალიფიციურ კადრებზე, კერძო სექტორში ჯერ კიდევ ბევრი ნიშაა აუთვისებელი და შესაბამისად, პერსპექტივა წარჩინებული სტუდენტებისათვის საკმაოდ დიდია.
ასოციაციის აღმასრულებელი გუნდის წარმომადგენლებმა სტუდენტებს მოკლედ გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და პრაქტიკული რჩევები მისცეს, რაც უცხოეთში სწავლის პროცესში მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევთ.