საქსტატის და ბიზნეს ასოციაციის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ბიზნეს სტატისტიკის კვლევის კითხვარი განიხილეს
28 მაის '10
28 მაისს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და საქართელოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ჯგუფის წევრებმა და ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა ბიზნეს სტატისტიკის გამოკვლევის პროცესში გამოყენებული კითხვარის განხილვა მოაწყეს.
შეხვედრაზე პრეზენტაციით წარსდგა ბიზნეს სტატისტიკის სამმართელოს უფროსი, გოგიტა თოდრაძე, რომელმაც სამუშაო ჯგუფის წევრებს გააცნო გამოკითხვის მეთოდოლოგია და დეტალურად განიხილა კითხვარის თვითოეული პუნქტი. მისი განცხადებით, არსებული კითხვარი, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში იხვეწებოდა და უმჯობესდებოდა, შეიძლება კვლავაც შეიცავდეს ისეთ მონაცემებს, რომელთა სრულყოფა ბიზნესის წარმომადგენელთა შენიშვნების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.
კითხვარის დეტალური განხილვის შემდეგ, სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ გამოითქვა რიგი მოსაზრებები, რომლებთან დაკავშირებითაც საქსტატთან ერთად მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა.