ასოციაციაში საგადასახადო–საბაჟო კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა
26 მარ '10
26 მარტს საქართელოს ბიზნეს ასოციაციაში საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის რიგით მეორე სხდომა გაიმართა. სხდომის დღის წესრიგი კომიტეტის წევრი კომპანიების მიერ ინიცირებული საკითხებით გახლდათ დაკომპლექტებული.
შეხვედრაზე განხილული იქნა პირგასამტეხლოს სახით გადახდილი თანხის გამოქვითვის, საგარანტიო მომსახურების გაწევისას ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების, დავების საბჭოში საჩივრის წარდგენის ვადების, ქონების გადასახადის და ა.შ. საკითხები.
ასევე წარმოდგენილი იქნა ცვლილებების პროექტები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 23-ე, 143-ე, 238-ე, 247-ე, 273-ე მუხლებზე და „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონის" მიმართ.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, განხილული საკითხები კონსულტაციებისათვის წარედგინება ფინანსთა სამინისტროს შემდეგ კი კანონპროექტის სახეს მიიღებს.
სხდომაზე სს „თი ბი სი ბანკისა" და კომპანია „თი ბი სი ლიზინგის" მიერ წარმოდგენილი იქნა საბანკო სფეროსათვის და სალიზინგო კომპანიებისათვის აქტუალური რიგი შენიშვნებისა საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით, რომელთა განხილვაც უახლოეს მომავალში დაინტერესებული ბანკებისა და კომპანიების მონაწილეობით დაიგეგმა.