(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის სხდომა ჩატარდა

18 თებ '10

ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტმა  პირველი სამუშაო სხდომა გამართა.

სხდომაზე ასოციაციის წევრი კომპანიებისათვის  პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე არაერთ საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის წარმოების პროცესში ბუნებრივი დანაკარგების აღიარების, დღგ-თი ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების, დაზიანებული აქციზური მარკების სტატუსის, ქველმოქმედებისათვის გაღებული თანხების დაბეგვრის და დღგ-ს ჩათჳლის პრობლემებზე.

კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ლალაზაშვილის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროსთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ დანაკარგების სტანდარტიზაცია განხორციელდება დარგობრივი სამინისტროების მიერ და შესაბამისად მოხდება მათი ხარჯად აღიარება. განხილულ საკითხებთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრები შეთანხმდნენ, რომ  შეიმუშავებენ წინადადებებს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენენ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის სახით.