(+995 32) 2 202-215

სიახლეები

შეხვედრა დიპლომატიური აკადემიის რექტორთან, სოსო ცინცაძესთან

12 თებ '10

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, გიორგი ჭირაქაძე და ასოციაციის წევრები 12 თებერვალს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" დიპლომატიური აკადემიის რექტორს, სოსო ცინცაძეს  შეხვდნენ.

შეხვედრის ძირითად თემას წარმოადგენდა  საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები და პერსპექტივები. დამსწრეებს საკუთარი მოსაზრებები გააცნო სოსო ცინცაძემ, რომელმაც ისაუბრა ევროკავშირის ბაზრის კიდევ უფრო აქტიურად ათვისების მნიშვნელობაზე და საქართველოს როლზე რეგიონის მასშტაბით. მისი განცხადებით, საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მეზობლებთან შესაბამისი სავაჭრო ურთიერთობების დამყარება, რაც ბიზნესისა და ხელისუფლების ერთობლივ ძალისხმევას საჭიროებს. ამ პროცესში განსკუთრებით ხაზი გაესვა ბიზნეს ასოციაციის საქმიანობას და მომავალ პერსპექტივებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთთან ურთიერთობას და მისი განვითარების პერსპექტივას. ბატონი ცინცაძის განცხადებით, მხოლოდ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება, პერსპექტივაში საკმაოდ მძიმე შედეგების მომტანი იქნება როგორც ბიზნესისათვის, ასევე მთლიანად ქვეყნისათვის.