(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ბიზნეს ასოციაციამ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს უმასპინძალა

2 თებ '10

2010 წლის 2 თებერვალს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელები საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და მასში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, გიორგი ჭირაქაძე; პირველი ვიცე პრეზიდენტი, გიორგი ისაკაძე; ვიცე პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე და ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები; საერთაშორისო სავალუტო ფონდს შეხვედრაზე წარმოადგენდნენ  ედვარდ გარდნერი და დომინიკ სიმარდი. მონაწილეებმა ისაუბრეს  საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოზე, საინვესტიციო პოტენციალსა და საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში არსებულ შესაძლებლობებზე.

შეხვედრის დასასრულს განხილულ იქნა საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის მომავალი თანამშრომლობის  შესაძლებლობები.