საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საფინანსო კომიტეტი იქმნება
28 დეკ '09
ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, ორგანიზაციაში "საბანკო-საფინანსო საკითხებზე მომუშავე კომიტეტი" შეიქმნება, რომელიც მისი წევრი კომპანიების წარმომადგენლებით და ექსპერტებით დაკომპლექტდება. კომიტეტის შექმნის მთავარ მიზანს ქვეყანაში საბანკო და საფინანსო სფეროს განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს და იგი 2010 წლის თებერვლიდან "თი ბი სი ბანკის" გენერალური დირექტორის ბ-ნ ვახტანგ ბუცხრიკიძის ხელმძღვანელობით ამოქმედდება.