ახალი ეკონომიკური ინიციატივის განხილვა საქართველოს პარლამენტში
23 დეკ '09
21 დეკემბერს, ბიზნეს ასოციაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო კანონის პროექტის განხილვის საორგანიზაციო კომისიის სხდომაში. აღნიშნული საკონსტიტუციო კანონპროექტის მიხედვით, ახალი გადასახადის შემოღება ან არსებულის გაზრდა, შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეფერენდუმის გზით, რომლის დანიშვნის ინიცირების უფლება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს ექნება.
ზემოაღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება აქციზის გადასახადს არ შეეხება, ხოლო სახელმწიფო გადასახადებთან დაკავშირებით საყოველთაო სახალხო განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ ამოქმედდება.
ბიზნეს ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის და კომპანია "ვისოლი"- ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, გადასახადებთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები ქვეყანას უფრო სტაბილურ ბიზნეს გარემოს და მიმზიდველ საინვესტიციო კლიმატს შესძენს, ვინაიდან შესაძლებელი გახდება ბიზნესის განვითარების სტრატეგიის გრძელვადიანი დაგეგმვა.