შეხვედრა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან
3 დეკ '09
3 დეკემბერს, სასტუმრო "შერატონ მეტეხში პალასში" ბიზნეს ასოციაციის წევრები საქართველოს ფინანსთა მინისტრს ბ-ნ კახა ბაინდურაშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილულ იქნა საგადასახადო და საბაჟო თემატიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები. ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მზად არის ითანამშრომლოს ბიზნეს ასოციაციასთან და ამ თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, გამოიყოს სამუშაო ჯგუფი, რომელიც უშუალოდ იმუშავებს ბიზნეს ასოციაციასთან ერთად იმ პრობლემების ერთობლივად მოგვარების გზებზე, რომელიც დღეს ბიზნესმენებს აწუხებთ.
აღნიშნულ შეხვედრაზევე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ ბიზნეს ასოციაციის წევრებისათვის რეალური გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და კონკრეტული პრობლემებიც გადაიჭრა, მათ შორის ბიზნესისათვის ისეთი აქტუალური საკითხი, როგორიცაა დანაკარგების აღიარების თემა.