(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ევროპის საარბიტრაჟო პალატის წარმომადგენლობის

12 ნოემ '09

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს "ევროპის საარბიტრაჟო პალატის" ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნაში. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო დაწესებულებების, კერძო კომპანიების და ზოგადად საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ იურიდიული მომსახურების ბაზარზე, კონკრეტულად კი კომერციული არბიტრაჟის სფეროში ფუნქციონირებას იწყებს ევროპის საარბიტრაჟო პალატის წარმომადგენლობა, რომელიც რეგისტრირებულია ბელგიაში, ბრიუსელში და რომელთანაც მუშაობს საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლო. პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ევროპის საარბიტრაჟო პალატის წარმომადგენლობის გახსნა იძლევა ფართო შესაძლებლობებს საერთაშორისო ეკონომიკური დავების წარმოების დროს.