(+995 32) 2 202-215

სიახლეები

შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან და მიუნჰენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტთან

3 ნოემ '09

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ბ-ნ გია ხუბუას და მიუნჰენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტს პროფესორ ვოლფგანგ ჰერმანს უმასპინძლეს. შეხვედრისას განიხილეს ბიზნესისა და საგანმანათლებლო სექტორს შორის თანამშრომლობის გზები. გერმანიაში მიუნჰენის ტექნიკური უნივერსიტეტი მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობს, მათ შორის არიან AUDI, BMW, Siemens, SAP და სხვა.    

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ბ-ნ გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა, "შეხვედრის მიზანია ბ-ნ ვოლფგანგ ჰერმანის გამოცდილების გაზიარება, ვინაიდან მიუნჰენის ტექნიკური უნივერსიტეტი ცნობილია მსოფლიოში, როგორც წამყვანი უნივერსიტეტი კვლევაში და განვითარებაში, ასევე ზოგადად ბიზნესთან თანამშრომლობაში, რაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის თავისთავად საინტერესოა".