(+995 32) 2 202-215

სიახლეები

შეხვედრა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების თაობაზე 

14 ივლ '14

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, ასოციაციის წევრებისათვის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) თაობაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საინფორმაციო ხასიათს ატარებდა და მიზნად ისახავდა ბიზნეს წრეებში შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას როგორც ზოგად ასპექტებთან მიმართებაში, ასევე ინფორმაციის მიწოდებას კომპანიებისათვის საინტერესო, ინდივიდუალურ საკითხებზე. შეხვედრის ფარგლებში დამსწრე ბიზნესწრეების წინაშე პრეზენტაციით წარსდგა ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი - მარიამ გაბუნია. პრეზენტაცია შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების არსი, რეგულირების სფეროები, სატარიფო პოლიტიკა და პრეფერენციები, ტექნიკური ბარიერები, საჯარო შესყიდვები, ინტელექტუალური საკუთრება, კონკურენცია და სხვა.