(+995 32) 2 202-215

სიახლეები

აი სი ჯგუფი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

4 აგვ '16

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს კომპანია “აი სი ჯგუფი” შემოუერთდა.

„აი სი ჯგუფი“ დაფუძნდა 2005 წლის 10 ნოემბერს. დაარსების დღიდან კომპანია წარმატებულად ოპერირებს სადაზღვევო ბაზარზე. კონკურენტული გარემოს მიუხედავად, "აი სი ჯგუფმა“ ღირსეული ადგილის დაკავება შეძლო საქართველოში მოქმედ წამყვან სადაზღვევო მოთამაშეებს შორის.

„აი სი ჯგუფი,“ მას შემდეგ რაც 2009 წლის მაისში შეიძინა სადაზღვევო კომპანია“ სახალხო დაზღვევა“, ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე გახდა სამედიცინო დაზღვევის ბაზარზე.

2010-2012 წლებში კომპანია მნიშვნელოვნად იყო დაკავებული საავადმყოფოების შენება-აღჭურვით.  „აი სი ჯგუფის“ მიერ აშენებულ-აღჭურვილი საავადმყოფოები საქართველოს 7 რეგიონშია წარმოდგენილი: ხაშური, ბოლნისი, მესტია, ონი, ამბროლაური, რაჭა-ლეჩხუმი.

2011 წელს კომპანია გადავიდა ახალ სათავო ოფისში და წამოიწყო საცალო და სადისტრიბუციო ქსელის განვითარება. ამჟამად „აი სი ჯგუფი“ მუშაობს 10 ფინანსურ დაწესებულებასთან ერთად და მათთან თანამშრომლობის საშუალებით არის წარმოდგენილი ქვეყნის მასშტაბით. „აი სი ჯგუფი“ უნივერსალური კომპანიაა და ის მომხმარებელს სთავაზობს პრაქტიკულად ყველა სადაზღვევო პროდუქტს.

კომპანია აქტიურადაა ჩართული დაზღვევის სფეროს საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებაში როგორც საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის და სავაჭრო და ინდუსტრიული პალატის წევრი, ასევე სადაზღვევო განვითარების კავშირის დამფუძნებელი.

„აი სი ჯგუფის“ ჩართვამ აგრო დაზღვევის სუბსიდირების კანონპროქტზე მუშაობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მთავრობის მიერ სუბსიდირებული აგრო დაზღვევის საპილოტე პროგრამის გაშვებაში, რომელიც  2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და მასში ჩართული 5 წამყვანი სადაზღვევო კომპანიიდან ერთ-ერთი „აი სი ჯგუფია.“