(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დელეგაცია ესტონეთს სტუმრობდა

6 მაის '14

მიმდინარე წლის 27-30 აპრილს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი გუნდის წარმომადგენლები საქმიანი ვიზიტით ესტონეთში იმყოფებოდნენ. ვიზიტი საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და ესტონეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმა და მიზნად ისახავდა რიგ სფეროებში ესტონეთის გამოცდილების გაზიარებას. შეხვედრები გაიმართა ესტონეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის, ესტონეთის საინვესტიციო და ვაჭრობის განვითარების სააგენტოს, ესტონეთის ტურიზმის საბჭოს, ექსპორტის სააგენტოს, მეწარმეობისა და ინოვაციების ცენტრის, ესტონეთის კონკურენციის სააგენტოს, სოციალური დაზღვევის ფონდის და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე ბიზნეს ასოციაციის დელეგაციამ მიიღო ასოციაციისათვის საინტერესო ინფორმაცია შესაბამის სფეროებში განხორციელებული რეფორმების, დანერგილი სიახლეების და არსებული პრაქტიკის შესახებ.