(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ასოციაციაში საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა

11 მაის '15

2015 წლის 7 მაისს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაიმართა საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობდა კომიტეტის თავმჯდომარე, აუდიტორული კომპანია BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი. სხდომაზე ძირითადად განხილული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული „საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (იხილეთ ბმული: http://www.parliament.ge/ge/law/8950/20093), სხდომაზე  ასევე განხილული იქნა ასოციაციის წევრი კომპანიების ცალკეული ინიციატივები.
კომიტეტის წევრების მიერ დადებითად იქნა შეფასებული საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ზემოაღნიშნული საქართველოს კანონის პროექტი და აღინიშნა, რომ ამ ცვლილებების ძალაში შესვლით, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისათვის მთავრობის მხრიდან უდავოდ კიდევ ერთი პოზიტიური ნაბიჯი იქნება გადადგმული.