(+995 32) 2 202-215

სიახლეები

შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთან

22 აპრ '15

მიმდინარე წლის 21 აპრილს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიის წარმომადგენლები  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში _ ბრუნო ბალვანერას შეხვდნენ.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა  ღონისძიების ფარგლებში ისაუბრა EBRD-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც წელს საქართველოში უნდა გაიმართოს. კონფერენცია, რომელიც ბიზნეს ფორუმსაც მოიცავს გაიმართება თბილისში 13, 14 და 15 მაისს. ბრუნო ბალვანერამ ბიზნესმენებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებისა და იმ  შესაძლებლობების შესახებ, რასაც EBRD-ის ბიზნეს ფორუმი შესთავაზებს მის მონაწილეებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასაც, რომლის შესაბამისადაც, EBRD-ის დახმარებითა და მხარდაჭერით მთავრობასთან შეიქმნება საინვესტიციო საბჭო.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში არის ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც უკვე ორი ათეული წელია აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სფეროში და აფინანსებს სხვადასხვა საინეტერესო პროექტებს.