(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი ასოციაციის წევრი გახდა

15 მარ '16

 

"საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

“საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი” შეიქმნა 2009 წელს, მასში გაერთიანებულია 3 ძირითადი კომპანია:  “ვაგონმშენებელი კომპანია” (დაარსებული 2005 წელს), „ელექტროვაგონმშენებელი ქარხანა“ (1883 წელს), „რუსთავის მეტალურგიული კომბინატი“ (1964 წელს).
ჰოლდინგის ძირითადი მიმართულება არის რკინიგზის ტრანსპორტის მშენებლობა და რემონტი.  „ელექტროვაგონ-შემკეთებელ ქარხანაში“ ხდება სამგზავრო მატერებლების, ლოკომოტივების, თბომავლების  რემონტი და  მოდერნიზაცია.  2010 წელს ჩინელებთან ერთად  მოხდა ახალი ჩქაროსნული ელექტრო-მატარებლის მშენებლობა,  რომელიც წარმატებით მოძრაობს თბილისი _ ბათუმის მიმართულებით.
ჰოლდინგის მთავარი მამოძრავებელი ძალაა „ვაგონმშენებელი კომპანია“, სადაც ხდება ყველა სახის სატვირთო ვაგონების მშენებლობა და რემონტი. კომპანია ფლობს სპეციალურ ლიცენზიებს, რაც აძლევს საშუალებას, რომ ნაწარმოები ვაგონები გადაადგილდეს  პოსტ-საბჭოთა სივრცეში. კომპანია ასევე  ახდენს  ვაგონისა და ელმავლის ურიკების და ბორბლების ფორმირებას და რემონტს.
ჰოლდინგის შემადგენლობაში არსებული მესამე საწარმო ორიენტირებულია ვაგონის შემადგენელი დეტალების ჩამოსხმაზე.  ის აწარმოებს 27 სახეობის  მცირე და საშუალო ზომის ვაგონის დეტალს, 2015 წელს კი კომპანიამ მიიღო ლიცენზია ვაგონის ყველაზე მძიმე და ფასტევადი დეტალების - გვერდით ჩარჩოს და რესორზედა ძელის ჩამოსხმაზე. აღნიშნული აძლევს ჰოლდინგს საშუალებას ვაგონის წარმოების უდიდესი ნაწილი ლოკალიზებული იყოს საქართველოში _ თუ ადრე ყველა დეტალი შემოდიოდა უკრაინიდან და რუსეთიდან ახლა ვაგონის წარმობება 100 %-ით საქართველოში ხდება.
საქართველოს ვაგონმშენებელთა  ჰოლდინგი ემსახურება საქართველოს, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნების რკინიგზას. ნიშანდობლივია, რომ საქართველომ პოსტ-საბჭოთა სივრცეში, რუსეთისა და უკრაინის შემდეგ, ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ვაგონმშენებლის სტატუსი მოიპოვა და კვლავ ლიდერია კავკასიაში რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის შეკეთებისა და მშენებლობის დარგში.
დღეს „საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგს“ პარტნიორული ურთიერთობა აქვს დამყარებული ჩინეთის, უკრაინის, ჩეხეთის და სხვა მონათესავე პროფილის  საწარმოებთან.