(+995 32) 2 202-215

სიახლეები

CUSHMAN & WAKEFIELD | VERITAS BROWN საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

25 იან '15

Cushman & Wakerfield | Veritas Brown წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია - Cushman & Wakefield -ის პარტნიორს. Cushman & Wakefield -ის გლობალური ქსელის მეშვეობით Veritas Brown - ს აქვს წვდომა მსოფლიოს 60 ქვეყნის 250 ოფისში დასაქმებულ 16 0000 პროფესიონალზე.  Cushman & Wakerfield | Veritas Brown უზრუნველყოფს დამკვეთის მრავალფეროვან მოთხოვნებთან მისადაგებულ სრულფასოვან მომსახურებას კომერციული უძრავი ქონების სფეროში: გაყიდვა/გაქირავება, კონსულტაცია, კაპიტალდაბანდებები, შეფასება, კვლევა, უძრავი ქონების მართვა, პროექტების მენეჯმენტი.
ყაზახეთში 3 წლიანი ოპერირების შემდეგ Cushman & Wakefield | Veritas Brown-მა საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის ათვისება დაიწყო. პირველი წარმომადგენლობითი ოფისი თბილიში 2012 წელს გაიხსნა. 2014 წლიდან კი კომპანიის მეორე ოფისი ბათუმში იწყებს ოპერირებას.
Cushman & Wakerfield | Veritas Brown -ის დაფუძნება განაპირობა მზარდმა მოთხოვნამ ექსპეტრებსა და კვალიფიციურ კონსულტაციაზე ცენტრალური აზიისა და კავკასიის უძრავი ქონების ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის გაფართოება მთელი ამიერკავკასიის რეგიონის მასშტაბით იგეგმება.