(+995 32) 2 202-215

სიახლეები

შეხვედრა პრემიერ მინისტრის ეკონომიკური საბჭოს მდივანთან

16 ოქტ '14

სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში 16 ოქტომბერს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები რომან ჩხენკელს - ეკონომიკური საბჭოს მდივანს შეხვდნენ და ბიზნესის წინაშე არსებულ პერსპექტივებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლების დინამიკას და საგადასახადო სტატისტიკას, ეკონომიკურ და საგადასახადო სფეროში დაგეგმილ ცვლილებებსა და ბიზნესის ცალკეულ სფეროებში არსებულ პრობლემატიკას.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა და აღნიშნა, რომ ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებზე სასაუბროდ, ხედვების გაზიარებისა და მოსაზრებების გაცვლისათვის ბიზნეს ასოციაცია ეკონომიკურ საბჭოსთან კვლავაც გააგრძელებს აქტიურ მუშაობას.
შეხვედრის ფარგლებში ასოციაციის წევრ კომპანიებს საშუალება ჰქონდათ დიალოგის ფორმატში განეხილათ მათთვის საინტერესო საკითხები ეკონომიკური საბჭოს მდივანთან.