(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ბიზნეს ასოციაციებმა ერთობლივი მემორანდუმი გააფორმეს

18 თებ '14

18 თებერვალს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში საქართველოში მოქმედმა ბიზნეს გაერთიანებებმა  - საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ, საქართველოში  ამერიკის სავაჭრო პალატამ, საქართველოს ბანკების ასოციაციამ, საერთაშორისო სავაჭრო პალატამ, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭომ, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციამ ერთობლივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმში  აისახა მოკლევადიან პერსპექტივაში ბიზნესისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა გადაჭრამაც ხელი უნდა შეუწყოს ბიზნესგარემოს სწრაფ გაუმჯობესებას და შესაბამისად ეკონომიკის ზრდას.

მემორანდუმის ხელმოწერის მიზანია საგადასახადო სამართალდარღვევების ნაწილობრივი დეკრიმინალიზაციისა და დიფერენციაციის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის რეფორმირების, საგადასახადო დავების ეფექტური მექანიზმის შექმნისა და საგადასახადო შემოწმების მექანიზმის დახვეწის მიზნით აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ყველა დაინტერესებულ ბიზნესგაერთიანებასთან ერთად სამუშაო ჯგუფის შექმნა. მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და 100-მდე წამყვანი ბიზნეს კომპანიის წარმომადგენელი.