(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს ბორან ჯგუფი შეემატა 

29 დეკ '14

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს ბორან ჯგუფი შეემატა. ბორან ჯგუფი აერთიანებს კომპანიებს, რომლებიც თავის საქმიანობას ახორციელებენ არაერთ სფეროში როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე ევროკავშირში ექსპორტის მიმართულებით. ჯგუფში შემავალი კომპანიები საქმიანობენ სამშენებლო სფეროში, ინერტული მასალების მოპოვება-წარმოების და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით. კომპანიის საქმიანობის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა გზებისა და მაგისტრალების მშენებლობა, ისეთი როგორიცაა ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის 25 კილომეტრიანი მაგისტრალი. ფინანსების მართვის, ბიზნესის განვითარების და ადამიანური რესურსების საერთო სტრატეგიის გამოყენებით ბორან ჯგუფი ზრდის მასში შემავალი კომპანიების ფასეულობას. ჯგუფი ღიაა ერთობლივი საქმიანობისთვის და საინვესტიციო შესაძლებლობებისათვის საერთაშორისო კომპანიებთან და ინსტიტუტებთან ერთად, რითაც ქმნის თანამედროვე, გამჭვირვალე და დამოუკიდებელ კორპორატიულ სტრუქტურას