(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავებას მიესალმება

21 აგვ '13

ქართული ბიზნესსაზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის შესახებ ინფორმაციის ქონა და ამ პროცესში აქტიური ჩართულობა, იმდენად, რამდენადაც აღნიშნული ხედვა უნდა იქცეს როგორც სახელმწიფო მმართველობის სტრატეგიული მოწყობის და სტაბილურობის, ისე კერძო სექტორის გრძელვადიანი საინვესტიციო გადაწყვეტილებების და ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი ზრდის საფუძველი;
ბიზნეს ასოციაცია აქტიურადაა ჩართული ეკონომიკური სტრატეგიის შემუშავების პროცესში. ხდება სტრატეგიის სხვადასხვა კომპონენტებთან დაკავშირებით აქტიური აზრთა გაცვლა, მიმდინარეობს თანამშრომლობა და კონსულტაციები შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელობასთან.
ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ ახლო მომავალში ქვეყანას ექნება განვითარების გრძელვადიანი ეკონომიკური სტრატეგია, რომელიც მოიცავს ყველა აქტუალურ საკითხს და ეტაპობრივად დაიწყება მისი განხორციელება, რაც აუცილებლად აისახება როგორც ზოგადად ქვეყნის განვითარებაზე, ისე ბიზნესის თითოეულ დარგზე და საქართველოს ყოველ მოქალაქეზე.